loader

"უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ" - მამა გაბრიელის ანდერძი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ" - მამა გაბრიელის ანდერძი

მცხეთაში, სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. ღირსი მამის ნეშტის გამობრძანება დღეს, 12:00 საათზე მოხდება. სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის, რომლის დასრულების შემდეგ წმინდა ნაწილები გადასვენდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა, 2012 წლის 20 დეკემბერს სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელ ურგებაძე წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა.

წმინდანი თავის ანდერძში მოყვასის სიყვარულზე, თავმდაბლობასა და სიცოცხლის მიზანზე ქადაგებს. ანდერძში მისი დამარხვის შესახებაც არის ნათქვამი: "უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია".

ასევე იხილეთ: მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პირველი კადრები