ამერიკელმა სპორტსმენმა სოჭის სასტუმროში მგელი აღმოაჩინა?
2014 წლის სოჭის ოლიმპიადამ გარდა სპორტული სანახაობებისა, მრავალი სხვა საინტერესო ფაქტითაც მიიზიდა მსოფლიოს ყურადღება: ე.წ. ტყუპი უნიტაზები, დაუმთავრებელი სასტუმროები და სხვ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა... ამერიკელმა სპორტსმენმა ქეით ჰანსენმა საკუთარ "ტვიტერზე" რამდენიმე წამიანი ვიდეო განათავსა, რომელიც სოჭის სასტუმროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ დასეირნობს დიდი ტანის ნადირი სასტუმროს დერეფანში. დაზუსტებით ძნელია თქმა, რა ცხოველთან გვაქვს საქმე, თუმცა, სპორტსმენმა ის მგლად მიიჩნია.