სიმპატიური ფრანგი Valentino-ს ახალი სუნამოს რეკლამაში
ვალენტინოს ახალი სუნამოს Valentino Uomo-ს ვიდეორგოლი, არაფრით ჩამოუვარდება ვუდი ალენის ცნობილ ფილმს სახელწოდებით "რომაული თავგადასავალი". ვიდეო რგოლში ფრანგი მსახიობი ლუი გარელი ჩვეულ ამპლუაში - ქალების გულთამპყრობელის როლშია. საღამოს ქალაქში ის კაბრიოლეტით სეირნობს, გზად გოგონას გაიცნობს და ღამეს სასახლეში გაატარებენ... სუნამო უკვე ხელმისაწვდომია მყიდველებისთვის.