loader

ქართული სცენის "არწივს", თემურ წიკლაურს ვარსკვლავი გაუხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული სცენის "არწივს", თემურ წიკლაურს ვარსკვლავი გაუხსნეს

ქართული სცენის ვარსკვლავს, მომღერალ თემურ წიკლაურს დაბადებიდან 67 წლის იუბილესა და სცენაზე 45 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად ვარსკვლავი გაუხსნეს. საიუბილეო საღამო 22 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

საღამო ნუგზარ კვაშალმა გახსნა. თემურ წიკლაურმა სცენაზე თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა. კონცერტში ახლაგაზრდა შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ: და-ძმა - სოფო და ბორის ბედიები, ქეთი წიკლაური, გიორგი ბოლაშვილი, ტატო გოდერძიშვილი.

სარამოს ესწრებოდნენ იუბილარის კოლეგები "ივერიიდან", ასევე ქართველი ჯარისკაცები, მომღერალმა მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. თემურ წიკლაურმა მუსიკალური ნომერი საქართველოს პატრიარქსაც მიუძღვნა, რასაც დარბაზში ტაში, მეუფე თადეოზის სცენაზე ასვლა და მომღერლისთვის ექსპრომტად ლექსის მიძღვნა მოჰყვა.

საღამო მუხრან მაჭავარიანის ლექსზე შექმნილი სიმღერით დასრულდა. შემდეგ კი ყველამ ფილარმონიის შესასვლელთან გადაინაცვლა, სადაც დიდი ოვაციების თანხლებით მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა.

ავტორი: ნათია გედენიძე