loader

”ამხილე ჯალათი” - საპროტესტო აქცია ”სახალხო კრებამ” გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ამხილე ჯალათი” - საპროტესტო აქცია ”სახალხო კრებამ” გამართა

"სახალხო კრების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და მოძრაობა "არა"-ს აქტივისტებმა პროექტ "ამხილე ჯალათის" მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ზაქარიაძის ქუჩის #11-თან შეიკრიბა, სადაც მათი ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანი გოდერძი ნატროშვილი ცხოვრობს.

როგორც მოძრაობა "არა"-ს ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, გოდერძი ნატროშვილი 2007 წლის 7 ნოემბრიდან მოყოლებული, აქტიურად მონაწილეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევებში, აქციის მონაწილეების ცემასა და დაპატიმრებებში, რაც საბოლოოდ მისი კარიერული წინსვლის საბაბი გახდა. ჩიტაძის თქმით, დღეისათვის გოდერძი ნატროშვილი ისან-სამგორის პოლიციის უფროსია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზაქარიაძის ქუჩის #11-თან ნატროშვილის ფოტოები გააკრეს წარწერით "ვიცით ვინც ხარ". მათი განცხადებით, პროექტ "ამხილე ჯალათის ფარგლებში" ანალოგიური საპროტესტო აქციები გაგრძელდება და პოლიციის კიდევ ბევრ მაღალჩინოსანს ამხელენ.