სააკაშვილი კრის ბოტის საღამოზე და მადლობა მუსიკოსისგან ექსპრეზიდენტს
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი კრის ბოტი ყოფილ პრეზიდენტს მადლობას უხდის. გრემის მფლობელი მესაყვირე 2004 წელს იხსენებს, როცა საქართველოში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. მან ქართული სამზარეულოს და ქვეყნის ბუნების განსაკუთრებულობაზე ისაუბრა. შემდეგ კი მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მეორედ მიიწვია საქართველოში და მუსიკოსის თქმით, მისთვის და სტინგისთვის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო კონცერტი, რომელიც ბათუმში, პიაცაზე გაიმართა.
ვიდეო კრის ბოტის საახალწლო საღამოზეა გადაღებული, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა. შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება. იგი ამჟამად ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში მუშაობს.
ასევე იხილეთ:
მიხეილ სააკაშვილმა მუშაობა ნიუ-იორკში დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ნიუ იორკიდან ულოცავს საქართველოს
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე