loader

"1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - დათო ტურაშვილი "პალიტრა L"-ის გამოცემაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - დათო ტურაშვილი "პალიტრა L"-ის გამოცემაზე

"1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - "პალიტრა L"-ის ამ გამოცემაზე მწერალმა დათო ტურაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "სხვა შუადღე" ისაუბრა. ბრიტანული წიგნის ქართულ თარგმანში, დამატებულია ქართველი მწერლებისა და წიგნების შესახებ ინფორმაციაც. წიგნი ავტორებისა და წიგნების ჩამონათვალს, მათ შესახებ ინფორმაციას და რეცენზიებს მოიცავს. წიგნი საინტერესოდ არის ილუსტრირებული და მასში წიგნის მოყვარულებისთვის საინტერესო და უცნობი ინფორმაციებიც არის შესული.

"უნიკალური მასალებია და წიგნში არის ძალიან დიდი არჩევანი, მთელი კაცობრიობის ისტორია. რაც კი ადამიანმა შექმნა ლიტერატურაში. არაფერია გამორჩენილი, მე ვერაფერი აღმოვაჩინე. ეს ძალიან დიდი საჩუქარია საახალწლოდ, რომ გაიღვიძო და თოვლის ბაბუამ ეს დაგახვედროს, გადასარევია" - აღნიშნა ტურაშვილმა გადაცემაში წიგნის წარდგენისას.