loader

რაფაელო ბალზო - ყველაზე სიმპათიური იტალიელი მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაფაელო ბალზო - ყველაზე სიმპათიური იტალიელი მამაკაცი

38 წლის იტალიელი მსახიობი რაფაელო ბალზო ქალებს შთამბეჭდავი სხეულითა და ლამაზი ცისფერი თვალებით ხიბლავს. ბალზოს წარმატებაში დიდი წვლილი მის მეგობრებს მიუძღვით, რომლებმაც რაფაელო აიძულეს, 1995 წელს გამართულ სილამაზის კონკურს "წლის ფოტოგენურ მოდელში" მიეღო მონაწილეობა, სადაც გამარჯვება მოიპოვა. თუმცა იტალიურ შოუბიზნესში მისთვის კარი მაშინ გაიღო, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსში - "ყველაზე სიმპათიურ იტალიელ კაცში" გაიმარჯვა. პატარა პროვინციიდან საცხოვრებლად მილანში გადავიდა და მოდელად დაიწყო მუშაობა.

სამოდელო ბიზნესში კარიერის დასაწყისშივე ცნობილი მოდის სახლებთან - Versace-სა და Gianfranco Ferré-სთან თანამშრომლობდა. მალევე ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულების მთავარი სახე გახდა. რაფაელომ რამდენიმე ფილმსა და ტელესერიალშიც მიიღო მონაწილეობა. 2006 წელს პოპულარულ რეალითი-შოუში, "ვარსკვლავების კუნძულში" მონაწილეობდა. თავისუფალ დროს სანაპიროზე ირუჯება და ფეხბურთს თამაშობს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე