loader

"ნიჭიერის" მონაწილე ინდიელი მუსიკოსები თბილისის ქუჩებში ცოცხალ კონცერტებს მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიჭიერის" მონაწილე ინდიელი მუსიკოსები თბილისის ქუჩებში ცოცხალ კონცერტებს მართავენ

კეჩუას ინდიელთა ტომის მოხეტიალე მუსიკოსებმა თბილისი დაიპყრეს. "ინკა სოლ" - ასე ჰქვია ჯგუფს, რაც ქართულად ინკების მზეს ნიშნავს. მათ კონცერტებს დედაქალაქის არც ერთ უბანში მაყურებელი არ აკლია.

მუსიკოსები მთელი მსოფლიოს გარშემო მხოლოდ იმისთვის მოგზაურობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებს საკუთარი კულტურა და ხელოვნება გააცნონ.

"ჩვენ სამხრეთ ამერიკიდან, ეკვადორიდან ვართ. აქ პირველად ჩამოვედით, რათა ჩვენი მუსიკა ქართველ ხალხს წარვუდგინოთ. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა მუსიკალური შოუს მოწყობა. ზამთარში აქ ვრჩებით, საქართველოს შემდეგ კი სხვა ქვეყნებში წავალთ", - განუცხადეს "პალიტრა TV-ს "ინკა სოლ"-ის წევრებმა.

მოხეტიალე მუსიკოსები საქართველოში კიდევ ორი თვე დარჩებიან.