კასპის საკრებულოს წევრი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელების და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ბრალდებით, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავდროულად, შპს "ლებეს" თანამფლობელი - 1957 წელს დაბადებული ლევან დემეტრაშვილი, შპს "ლებეს" დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ბესიკ იორდანაშვილი და სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი - 1974 წელს დაბადებული დავით გელიაშვილი დააკავეს.
გამოძიება ლევან დემეტრაშვილის მიმართ დიდი ოდენობით თაღლითობის, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტებზე (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 337-ე და 372-ე მუხლების 1-ლი ნაწილით), ბესიკ იორდანაშვილის მიმართ - დიდი ოდენობით თაღლითობის (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით), ხოლო დავით გელიაშვილის მიმართ - ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).