loader

იტალიელი მსახიობი, რომლის გამოც ქალები ქუჩას კეტავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიელი მსახიობი, რომლის გამოც ქალები ქუჩას კეტავენ

ერთ-ერთი ყველაზე სასურველი იტალიელი მსახიობი გაბრიელ გარკო ქალების გულს შთამბეჭდავი გარეგნობითა და მომნუსხველი თვალებით იპყრობს. ნებისმიერ პრემიერასა თუ კინოფესტივალზე სამართალდამცავები მის გულშემატკივარ ქალებს იგერიებენ - სუსტი სქესი ყველა ხერხით ცდილობს გარკოს ყურადღება მიიპყროს, ან მასთან ფოტო გადაიღოს.

იტალიურ ჟურნალ Salute-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ჯანმრთელობას უფრთხილდება და ყველაზე დიდ მიღწევად თვლის იმას, რომ სიგარეტზე დამოკიდებული აღარაა.

"აზიდვებს ხშირად ვაკეთებ. სიგარეტზე უარი 18 თვის წინ ვთქვი; მრცხვენია, როცა მახსენდება, რომ დღეში 60 ღერი სიგარეტი ჩემთვის ნორმა იყო. დღეს კი ვამაყობ, რომ ჩემ ანგარიშზე ნული ღერი სიგარეტია. სიგარეტზე დამოკიდებული რომ აღარ ვარ, ჯგუფური სემინარის დამსახურებაა", - განაცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ Salute-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე