loader

ყველაზე რეიტინგული მუსიკალური კლიპები YouTube-ზე 2013 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე რეიტინგული მუსიკალური კლიპები YouTube-ზე 2013 წელს

გამოქვეყნდა ვიდეორგოლების რეიტინგი, რომელთაც 2013 წელს ვიდეოპორტალ YouTube-ზე ყველაზე მეტი ნახვა შეაგროვეს. მუსიკალურ კლიპებს შორის შარშანდელი რეიტინგის გამარჯვებული, სამხრეთკორეელი შემსრულებლის, PSY-ს სიმღერა Gentleman ლიდერობს.

მეორე და მესამე ადგილებს ამერიკელი პოპ-მომღერლის, მაილი საირუსის კლიპები - Wrecking Ball და We Can't Stop იკავებენ.

ყველაზე "სწრაფად ზრდადი" კლიპების რეიტინგს ნორვეგიული კლიპი The Fox ლიდერობს - იგი 275 მლნ-ზე მეტჯერ ნახეს, ხოლო მელიის კოსტიუმი "ჰელოუინზე" ყველაზე მოთხოვნად ტანსაცმელში მოხვდა. YouTube-ის აუდიტორია არც ცნობილ Harlem Shake-ს დაუტოვებია გულგრილი. მაგალითით შთაგონებულმა YouTube-ის მომხმარებლებმა მისი მსგავსი 1,7 მლნ ვიდეო შექმნეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე