ანუკი არეშიძემ საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა
ქალთა კლუბში გაწევრიანებულები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო კომპანიების წარმომადგენელი ქალბატონები. საქმიანი ქალები სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ონკოლოგიური პრობლემების მქონე ქალბატონებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან.
საქველმოქმედო აქციის ბოლოს კლუბში გაწევრიანებული ქველმოქმედი ქალები წარუდგინეს საზოგადოებას. მათ სპეციალურ ბანერზე ავტოგრაფები დატოვეს. ამით კლუბში გაწევრიანება დაამტკიცეს და სხვადასხვა ადამიანისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.