loader

კამერამ პოლ უოკერის ავტოავარია დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კამერამ პოლ უოკერის ავტოავარია დააფიქსირა

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც ქუჩაში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერამ გადაიღო. მასში ასახულია ავტოავარია, რომელშიც, სავარაუდოდ, ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა შაბათს, კალიფორნიის ქალაქ სანტა-კლარიტაში მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი წითელი პორშე, რომლის საჭესთან უოკერის მეგობარი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა. როდესაც ადგილზე მაშველები მივიდნენ, მათ მანქანა ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ სალონში ორი გვამი აღმოაჩინეს: ერთი თავად პოლის და მეორე - მისი მეგობრის.