მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი მოკვდა
აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტულის ორგზის მფლობელი, ჩინური ქოჩორიანისა და ჩიხუახუას ნაჯვარი ძაღლი, ელვუდი მოკვდა. ყველაზე მახინჯის ტიტულის მოპოვებაში ძაღლს გრძელი ენა დაეხმარა, რომელიც ყბაში არ ეტეოდა. ცხოველი 8 წლის იყო.
ელვუდის პატრონის, კარენ კუიგლის თქმით, სავარაუდოდ, სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა, რომლის დიაგნოსტირება დროულად ვერ მოხერხდა. კუიგლიმ ელვუდი მაშინ აიყვანა, როდესაც ცხრა თვის იყო. ძაღლის მფლობელი მის დაძინებას აპირებდა, რადგან იგი ძალიან მახინჯი იყო, მაგრამ ელვუდი მეპატრონის მეგობარმა შეიფარა, ხოლო მოგვიანებით კუიგლიმ გაზარდა.