loader

ნორა კვიციანი ხელისუფლებას ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნორა კვიციანი ხელისუფლებას ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს

ნორა კვიციანი ხელისუფლებას ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ძმა ჯერ კიდევ იძებნება და როგორც კრიმინალი, იდევნება საქართველოდან.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეა, სამართლებრივ მიდგომას საჭიროებს.

ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი აქცია, რომ ემზარ კვიციანის საქმეზე მუშაობა დაიწყონ.