loader

აღდგომის დღესასწაულს ქრისტიანები სააღდგომო კვერცხით და პასკით ხვდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღდგომის დღესასწაულს ქრისტიანები სააღდგომო კვერცხით და პასკით ხვდებიან

წითელი პარასკევს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანები კვერცხებს ღებავენ და სააღდგომო პასკას აცხობენ. ამით  მორწმუნენი მაცხოვრის ჯვარცმის თანაზიარნი ხდებიან, უძველესი ქრისტიანულ ტრადიციას, ქართულ ოჯახებში ინახავენ და სააღდგომო კვერცხებით   და პასკით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვდებიან.

ტრადიცია კი უძველესი დროიდან მოდის, წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო, რომ კვერცხის გაწითლებას უფრო დაიჯერებდა, ვიდრე მიცვალებულის აღდგომას. ამის თქმაზე, კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი  სასწაულისა, ქრისტიანებში სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა ტრადიციად იქცა.


კომენტარები:

დეკანოზი ბიძინა გულია
ეკა გოგოლაძე - დიასახლისი
გელა კოდალაშვილი - გუდვილის საცხობის ტექნოლოგი