loader

თვითმფრინავის ტუალეტში დამალული ოქროს ზოდები იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავის ტუალეტში დამალული ოქროს ზოდები იპოვეს

ინდოეთში, ქალაქ კოლკატას აეროპორტში, თვითმფრინავის დამლაგებლებმა ტუალეტში დამალული 1,2 მილიონის ღირებულების 24 ოქროს ზოდი იპოვეს. Jet Airways-ის კუთვნილი ბოინგი ბანგკოკიდან ჩაფრინდა კოლკატაში და დამლაგებლებმა მომდევნო რეისამდე მისი დალაგება დაიწყეს. სწორედ ამ დროს ტუალეტში ორი ჩანთა იპოვეს, რომელიც თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა ეგონათ, თუმცა გახსნის შემდეგ მათში 24 ოქროს ზოდი აღმოჩნდა. თითო ზოდი დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის.

როგორ წესი, Jet Airways-ის კუთვნილი ეს თვითმფრინავი ოქროთი ვაჭრობის ცენტრიდან - დუბაიდან მუმბაიში დაფრინავს ხოლმე, სადაც ინდოეთის ყველაზე დიდი ოქროს ბაზარია.