"ბანჯი ჯამფინგი" თოკის გარეშე - რუსი ახალგაზრდების სახიფათო გართობა
რუსი ახალგაზრდების სახიფათო გართობის კადრებმა დასავლური გამოცემების ყურადღება მიიპყრო. კადრები, რომელსაც ბრიტანული გამოცემა dailymail-ი აქვეყნებს, რუსეთშია გადაღებული. ახალგაზრდა ექსტრემალები ე.წ. ბანჯი ჯამფინგისთვის ემზადებიან. მათ შორისაა გოგონა, რომელიც ხიდიდან წყალში გადახტომას ყოველგვარი დაცვის გარეშე აპირებს. გადასახტომად ემზადება მისი შეყვარებულიც, რომელიც თოკებითაა დაბმული. გოგონა ბიჭს ეხუტება და ასე ხტება წყვილი ხიდიდან.