loader

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის მეორე ტომი დღეიდან გაყიდვაში შედის.

წიგნის პრეზენტაცია დღეს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციის პარალელურად სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახალგამოცემული წიგნი შედარებით დაბალ ფასად შეეძინათ.

როგორც გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ენათმეცნიერმა ავთანდილ არაბულმა განაცხადა, განმარტებითი ლექსიკონის მეორე ტომზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა და მასში 22 ათასამდე სიტყვის განმარტებაა შეტანილი. რაც შეეხება პირველ ტომს, ის სამი წლის წინ გამოიცა და მასში 13 ათასზე მეტი სიტყვის განმარტება შევიდა.