loader

უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა ახალ ფილმში ითამაშებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა ახალ ფილმში ითამაშებენ

უმა თურმანი და ჯონ ტრავოლთა ერთად ახალ ფილმში ითამაშებენ. კინოსტუდია ”უნივერსალი” და რეჟისორი ოლივერ სტოუნი ახალ ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავებს გააერთიანებენ. კინოპროექტს მწერალ დონ უინსლოუს კრიმინალური ჟანრის რომანის ”ველურები”-ს მიხედვით გადაიღებენ. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა, ფილმში სელმა ჰაიეკთან და ბენისიმო დელ ტოროსთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

ფილმი ორი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც მარიხუანას მოყვანით ირჩენენ თავს, მეგობრები დაკავშირებულნი არიან მექსიკურ ნარკოკარტელთან და უყვართ ერთი გოგო. მათი დაპირისპირების საგანიც ეს ხდება, თუმცა მეგობრები კვლავ ერთიანდებიან, მაშინ როცა გოგოს მექსიკური ნარკოკარტელის წევრები გაიტაცებენ.

კინოპროექტში  მონაწილეობენ ახალგაზრდა  ვარსკვლავები აერონ ჯონსონი, ტეილორ კიტჩი, ბლეიკ ლავლი. უმა თურმანი გოგონას დედას განასახიერებს, ჯონ ტრავოლტა - ნარკოტიკებთან მებრძოლი სამსახურის აგენტს. სელმა ჰაიეკს ნარკოკარტელის მეთაურის როლი ერგო.