loader

შესვლა აკრძალულია! - კარი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს იცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესვლა აკრძალულია! - კარი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს იცავს

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ადგილია ფასეულობის შესანახად. სწორედ აქ მდებარეობს ეროვნული ბანკის საცავი, სადაც დაცულია სახელმწიფო ქონება - ფული, ოქროს ზოდები და სხვა ფასეულობა.

უსაფრთხოების გამო შენობაში ფოტო და ვიდეოგადაღება მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი და ისიც განსაზღვრულ ადგილებში.

კომერციული ბანკებიდან საინკასაციო მანქანების მიღება სწორედ ამ ცენტრში ხდება. შემოწმების შემდეგ ნაღდი ფულით დატვირთული საინკასაციო მანქანა შენობაში შედის. ავტომობილში მოთავსებული ფული სპეციალურ მეტალის კონტეინერებში გადააქვთ, ურიკებზე აწყობენ და დასათვლელად მიაქვთ. ფულის დათვლა და სორტირება სპეციალური მანქანა-დანადგარით ხდება. თუ ბანკნოტი მოძველებული, დასვრილია ან მექანიკური დაზიანებები აქვს, დანადგარი მას მყისვე ანადგურებს.


ავტორი: ემა ტუხიაშვილი

იხილეთ ამავე რუბრიკიდან: შესვლა აკრძალულია! - ადგილი, სადაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი გადის

იხილეთ სტატია kvirispalitra.ge-ს საიტზე