არ მაინტერესებს ბაჩო ახალაია, როგორც პოლიტიკური მოაზროვნე და ანალიტიკოსი - ლევან ბერძენიშვილი
არ მაინტერესებს ბაჩო ახალაია, როგორც პოლიტიკური მოაზროვნე და ანალიტიკოსი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ბრიფინგზე, ბაჩო ახალაიას მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად. ბერძენიშვილის თქმით, ახალაიას რეიტინგი და გავლენა საზოგადოებაზე მინიმალურია, ხოლო რა მოუვიდა "ვარდების რევოლუციას", - ეს კითხვა ერთმანეთს უნდა დაუსვან სააკაშვილმა, ახალაიამ და ადეიშვილმა.