მსოფლიოში ყველაზე გრძელი ულვაში
გაიცანით მსოფლიოში ყველაზე გრძელულვაშა კაცი - ჯაიპურელი რამი სინგჰ ჩაუჩა, რომელსაც 4,29 მეტრის სიგრძის ულვაში ამშვენებს.
"ულვაში ჩემთვის ყველაფერია, ფასდაუდებელია. ის სიამაყის, პატივისა და ღირსების სიმბოლოა", - ამბობს რამ სინგჰი. ულვაში რომ ფორმაში ჰქონდეს, რამი მის დავარცხნასა და დასუფთავებას დღეში ერთ საათს უთმობს. საბედნიეროდ, ამ გატაცებას მისი მეუღლე აიშაც იზიარებს:
"მე მიყვარს მისი ულვაში, მთელი ოჯახი ვამაყობთ ამ მიღწევით. მსოფლიომ ამ ულვაშის წყალობით გაგვიცნო", - ამბობს აიშა. 2010 წელს რამი სინგჰ ჩაუჩამ გინესის რეკორდი დაამყარა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. რამის თქმით, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე საამაყო მომენტი იყო.