loader

ქართველი მუცლით მოცეკვავე უკრაინულ შოუში ხმლით და ღვინით მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მუცლით მოცეკვავე უკრაინულ შოუში ხმლით და ღვინით მივიდა

უკრაინაში შოუს Танцуют все!-ს მეექვსე სეზონის შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. ერთ-ერთ ტურზე შოუს ჟიური ქართველი მოცეკვავეების კვარტეტმა გააოცა, ამჯერად კი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი ქართველი კონკურსანტი - 32 წლის ელენე ჩიხლაძე წარსდგა.

ნომრის შესრულებამდე ელენემ ჟიურის საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა, შემდეგ კი ხმლით ხელში მუცლის ცეკვას შეუდგა. ჟიურის წევრები ქართველ მოცეკვავეს გაოცებულები შეჰყურებდნენ და მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. მოცეკვავე მეორე ტურში ერთხმად გადაიყვანეს.

ელენე ჩიხლაძე ქართველ მაყურებელს "ნიჭიერის" წინა სეზონიდან ახსოვს. აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი სასცენო კოსტიუმებსაც თავად ქმნის.

ასევე იხილეთ: ქართველმა მოცეკვავეებმა უკრაინული შოუს მაყურებელი პირდაღებული დატოვეს

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე