პოლიციელებისგან გაქცეულ დამნაშავეს ორი მატარებელი შეასკდა
აშშ-ში 29 წლის დამნაშავე ქალის მანქანას, რომელიც სამართალდამცავთა ხელიდან დასხლტომას ცდილობდა, საბარგო მატარებელს დაეჯახა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მისი დახმარება სცადეს და მანქანიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ, ქალს მეორე მატარებელი შეეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დამნაშავე იღბლიანი აღმოჩნდა და მას მხოლოდ ხელის მოტეხილობა აღმოაჩნდა.