loader

მტრები ერთ სახლში - ზაზა ურუშაძის "მანდარინები" აფხაზეთის ომზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მტრები ერთ სახლში - ზაზა ურუშაძის "მანდარინები" აფხაზეთის ომზე

კინოთეატრ "რუსთაველში" ზაზა ურუშაძის ახალი დრამის, "მანდარინების" წინასაპრემიერო, დახურული ჩვენება შედგა.

ფილმში მოთხრობილია აფხაზეთის ომში განვითარებული დრამატული მოვლენები. რეჟისორმა ომის ტრაგედია მთელი სიმძაფრით ისე გადმოსცა, რომ ფილმში ომის სცენები არ არის ასახული.

ქართულ-ესტონური კინოპროდუქცია აფხაზეთში მცხოვრებ ესტონურ ოჯახსა და მათ სახლში მოხვედრილ მტრებზე - ქართველ და ჩეჩენ ჯარისკაცებზე მოგვითხრობს. მთავარ როლებს ფილმში გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი, ლემბიტ ულფასკი, ელმო ნუგანენი და რავიო ტრასსი ასრულებენ.

"მანდარინები" უკვე მოხვდა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. ფილმი ეკრანზე ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე