ჩრდილოეთის ციალის ულამაზესი კადრები
ამერიკაში, მინესოტას შტატის მცხოვრებლები ულამაზესი სანახაობის, პოლარული ციალის მოწმენი გახდნენ. ნათება შუაღამის დადგომიდან ცოტა ხანში დაიწყო და განთიადამდე გაგრძელდა. მათ, ვინც პოლარული ნათების სანახავად ღამე გაათენა, ეს სანანებლად არ დარჩენიათ - ცაზე ულამაზესი ფერების სერპანტინები, მაქმანები და ტალღები ენაცვლებოდა ერთმანეთს. ლეგენდა ამ მოვლების წარმოშობას განთიადის ქალღმერთს, ავრორას უკავშირებს. შუა საუკუნეებში პოლარული ნათება ომისა და შიმშილის მომასწავებლად მიაჩნდათ.