loader

ფიროსმანის ”შავი ლომი” რუსულ ანტიკვარულ სალონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიროსმანის ”შავი ლომი” რუსულ ანტიკვარულ სალონში

რუსულ ანტიკვარულ სალონში მოწყობილ ექსპოზიციას ნიკო ფიროსმანის შედევრი, ”შავი ლომი”, ამშვენებს. გამოფენაზე წარმოდგენილია: იტალიური და ფლამანდრიული  სახვითი ხელოვნების შედევრები, რუსული ფაიფური, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გამოფენა, მოსკოვის,  მხატვრის ცენტრალურ სახლში გაიხსნა. დარბაზებში ექსპონირებულია აღორძინების ხანის შედევრები: უცნობი მხატვრის ნამუშევარი ”მადონა ყრმით,” ”ქრისტე” და რაფაელის მოსწავლის ჯულიანუ რომანოს ნამუშევარი ”ბრძოლა  მილვისკის ხიდზე.” ამ ნამუშევარს  ასლად მიიჩნევდნენ, თუმცა ექსპერტების საბოლოო დასკვნით სურათი ორიგინალად შეფასდა.