loader

სვანეთის უნიკალური საგანძური: საეკლესიო სიწმინდეები და ეთნოგრაფიული ნიმუშები მესტიის მუზეუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სვანეთის უნიკალური საგანძური: საეკლესიო სიწმინდეები და ეთნოგრაფიული ნიმუშები მესტიის მუზეუმში

წლევანდელი ზაფხულის სეზონი სვანეთში ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. სვანეთში ტყეებისა და მთების დასალაშქრად უამრავი უცხოელია ჩამოსული. რეგიონის ეთნოგრაფიის, არქიტექტურის გაცნობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების გარდა, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მესტიის მუზეუმი, სადაც ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია გამოფენილი

აღნიშნული ნიმუშები საუკუნეების განმავლობაში სვანეთის ეკლესიებში ინახებოდა. ჭედური და დაზგური ხატწერის ოსტატებს განათლება ტაო-კლარჯეთში, ბიზანტიაში და სინას მთაზე ჰქონიათ მიღებული.

ცალკე დარბაზშია გამოფენილი უძველესი ხადიშის ოთხთავი, რომელიც შატბერდში 897 წელს გადაუწერიათ. აქაა დაცული იშხანში 1033 წელს გადაწერილი მესტიის სახარება. აქვე ინახება X საუკუნის ლექციონარი, ჰიმნოგრაფული კრებულები, წვირმის, იელის იადგარები. ასევე იანაშის ქაღალდზე შესრულებული იადგარი და მინიატურებით დასურათებული სხვა უნიკალური ხელნაწერები.