მონიკა ბელუჩიმ ქმარი აზერბაიჯანელი მილიარდერის გამო მიატოვა?
ინტერნეტსამყარო ბოლო დროს გავრცელებულ ამბავს განიხილავს, რომელიც შოუბიზნესის ბრწყინვალე ვარსკვლავის, მონიკა ბელუჩისა და ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელის განქორწინებას უკავშირდება. მსოფლიო მედია განსაკუთრებით მაშინ გააქტიურდა, როცა აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ მონიკამ ქმარი აზერბაიჯანელი მილიარდერის, ტელმან ისმაილოვის გამო მიატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რომანტიკული კავშირის დამადასტურებელი ზუსტი ცნობა ჯერჯერობით არსად ჩანს, მსოფლიო პრესა მაინც მხურვალედ განიხილავს ბელუჩი-ტელმანის შესაძლო რომანის პერიპეტიებს. მათ კავშირზე ბევრს ჭორაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ისმაილოვი ცოლიანია და, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ყოველ დილას მეუღლეს ბალიშის ქვეშ ბრილიანტის თითო ნაკეთობას ახვედრებს.
ტელმან ისმაილოვი რუსეთში ცნობილი ბიზნესჯგუფ АST-ის ხელმძღვანელი და ანტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასტუმროს მფლობელიცაა. სწორედ ამ სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე გაიცნო მან მონიკა ბელუჩი და მასთან ფოტოც გადაიღო. ამავე წვეულებაზე მსოფლიო შოუბიზნესის არაერთი ვარსკვლავი იყო მიწვეული.
ტელმან ისმაილოვი რუსული შოუბიზნესისა და პოლიტიკური ელიტისთვის კარგად ნაცნობი და მისაღები ფიგურაა. ინტერნეტში ვრცელდება მისი დაბადების დღის წვეულების ამსახველი ვიდეო, სადაც რუსული ესტრადის მომღერლები მსოფლიო ჰიტს, We are the World-ს ისმაილოვს სპეციალურად გადაკეთებული ტექსტით უმღერიან. მისი 50 წლის იუბილეზე რუსი პოლიტიკური ელიტისა და ისტებლიშმენტის გავლენიანი პერსონებიც ფიგურირებენ.
ცნობისმოყვარეებმა ინტერნეტში ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ ატვირთული ვიდეო, რომელშიც ტელმან ისმაილოვი შოუბიზნესის არანაკლებ ცნობილ ვარსკვლავ შაკირასთან ერთადაა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, ვიდეო ერთ-ერთ აზერბაიჯანულ წვეულებაზეა გადაღებული, სადაც შაკირა ისმაილოვთან ერთად იმყოფება და იატაკზე მოფენილ ფულის კუპიურებზე ფეხშიშველი ცეკვავს.
უდავოა, რომ აზერბაიჯანელი მილიარდერი ვარსკვლავი ქალბატონების მიმართ ინტერესსა და სიმპათიას დიდი ხანია, რაც გამოხატავს. გავლენიანი მილიარდერისა და ცნობილი კინოვარსკვლავის პირადი ცხოვრების ირგვლივ ატეხილ ხმაურს ტელეკომპანია НТВ სიუჟეტით ეხმაურება.
იხილეთ: აზერბაიჯანელი მილიარდერის ფულებზე ფეხშიშველა მოცეკვავე შაკირა
აზერბაიჯანელი მილიარდერის გრანდიოზული იუბილე - რუსული პოლიტელიტა და შოუბიზნესი ჯექსონის ჰიტით