loader

ბათუმში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა

ბათუმში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა. საბაგირო გზა ბათუმის სანაპიროს ფერიის მთასთან აკავშირებს. ახალი საბაგირო ზოლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გახსნეს.

საბაგირო ზოლის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დაიწყო. ფერიის მთაზე კი გასართობი ცენტრის, "არგოს" მოწყობა 2010 წლის 13 ივნისიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია "დობერმაიერი" ასრულებდა, რომელიც მთლიანად კურირებდა საბაგირო დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას. ბათუმის საბაგირო გზა კომპანია "ჰესტოკ-ბათუმის" საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

"ჰესტოკ-ბათუმის" დირექტორის, გიორგი ქავჟარაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საბაგირო გზით გადაადგილება შეღავათიან ფასებში მოხდება. სანაპიროდან საბაგირო გზით ფერიის მთაზე ასვლა სრულწლოვნებისთვის 3 ლარი ღირს, ბავშვებისთვის 1.50 ლარი. ფერიის მთიდან დაშვება კი უფასოა.

2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. საბაგირო ზოლი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება.