loader

მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის საპატრულოს ახალი მანქანები და აღჭურვილობა გადაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის საპატრულოს ახალი მანქანები და აღჭურვილობა გადაეცა

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისის, ბათუმის და კახეთის შემდეგ მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლშიც განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის მთავარ სამმართველოებს 15 აგვისტოს ახალი საპატრულო მანქანები გადაეცა. ღონისძიება მცხეთაში გაიმართა.

მცხეთა-მთიანეთში საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და "შკოდას" მარკის 9 ახალი ავტომანქანით შეივსო. ასევე, გაფართოვდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟები ახლა უკვე დუშეთშიც დაიწყებენ პატრულირებას. შიდა ქართლში კი 16 ახალი ავტომანქანა გაიგზავნა. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისი-გორის ავტომაგისტრალის კილომეტრაჟი გაიზარდა, ხოლო მოძრაობა ცალმხრივი გახდა, საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ მონაკვეთზე ეფექტური მუშაობის მიზნით კიდევ 2 საპატრულო ეკიპაჟი დაამატა.

ორივე რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე-ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.