ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებისთვის ემზადება
ესტონეთის დედაქალაქში წარმატებული სოლო-კონცერტის შემდეგ, ლიზა ბაგრატიონი საგასტროლოდ უკრაინაში მიემგზავრება. მსმენელის წინაშე მომღერალი ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის და გიორგი ცაბაძის სიმღერებით, რუსული რომანსებით და საგანგებოდ ტურნესთვის შექმნილი ბრიტანული ბალადებით წარსდგება.
კონცერტები სევასტოპოლის, იალტის და ალუშტას საკონცერტო დარბაზებში გაიმართება. ლიზა ბაგრატიონთან ერთად მსმენელის წინაშე ნატო მეტონიძე, "შვიდკაცა", დავით შამანაური, ლევან დეისაძე წარსდგებიან. ყირიმის აკადემიურ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
უკრაინელ მსმენელს სიურპრიზიც ელის. ქართველები კონცერტზე უკრაინულადაც ამღერდებიან.