loader

კიანუ რივზი და შარლიზ ტერონი საყვარლები არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიანუ რივზი და შარლიზ ტერონი საყვარლები არიან

ჰოლივუდის ვარსკვლავმა კიანუ რივზმა საყვარელი ქალის ვინაობა გაამხილა. ამ დღეებში რივზი მსახიობ შარლიზ ტერონთან ერთად ნახეს.

წყვილი, რომლის შესახებაც ხმები ჯერ კიდევ შარშან ვრცელდებოდა, პირველდ საზოგადოების წინაშე ახლო ურთიერთობას არ მალავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ისინი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავლენ, სადაც ორივეს ახალ ფილმებში გადაიღებენ (ტერონს - დრამაში "პრომეთე", რივზს - ბოევიკში "47 რონინი").

2010 წელს სტიუარტ თაუნსენდთან დაშორების შემდეგ, შარლიზი არავის ხვდებოდა. კიანუ რივზი კი დიდი ხნის განმავლობაში ჯენიფერ საიმის დავიწყებას ვერ ახერხებდა, რომელიც 2001 წელს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ავარიამდე 2 წლით ადრე კიანუ რივზისა და ჯენიფერ საიმის შვილი მკვდარი დაიბადა. 2009 წელს რივზს მსახიობ პარკერ პოუზისთან მოკლე რომანი ჰქონდა.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე