ყველაზე გრძელი სიტყვები მსოფლიო ენებში
17 წლის ამერიკელმა პოლიგლოტმა ტიმოთი დონერმა, რომელიც 23 ენაზე საუბრობს, გადაწყვიტა გაეგო, რომელია მსოფლიო ენებში ყველაზე გრძელი სიტყვები. როგორც ამ საინტერესო და სახალისო გამოკითხვიდან გაირკვა, რეკორდსმენები შვედები არიან. ჩეხურ, დანიურ, სლოვენიურ, თურქულ, პოლონურ, უნგრულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებს შვედური "დამანგრეველი ანგარიშით" ამარცხებს. ამ ენაში ყველაზე გრძელი სიტყვა 70 ასოსგან შედგება.