loader

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი წაღვერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი წაღვერი

მინერალური სამკურნალო წყლებით და წყაროებით სახელგანთქმულ კურორტ წაღვერში ონკანში სასმელად უვარგისი წყალი მოედინება.
აგვისტოში წაღვერში უამრავი დამსვენებელი ჩადის. მათი უმრავლესობა ნაყიდი წყლით სარგებლობს, მათ კი ვინც ხშირად ისვენებს წაღვერში უკვე კარგად იციან, რომ სასმელად ვარგისი წყალი შეუძლიათ ცენტრიდან მოშორებით წყაროდანაც წამოიღონ.

სასმელი წყალი წაღვერში დამსვენებლებისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. კურორტზე ყველაზე მიმზიდველ, მინერალური წყლებით განთქმულ პარკს და მისკენ მიმავალ გზას, გვიან საღამოს ერთი ნათურაც კი არ ანათებს.