loader

საუკეთესო ადგილი რელაქსაციისთვის - ბათუმის ბოტანიკური ბაღი 100 წლისაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუკეთესო ადგილი რელაქსაციისთვის - ბათუმის ბოტანიკური ბაღი 100 წლისაა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს, უკვე 100 წლისაა. 1912 წელს ბაღი ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი კრასნოვმა დაარსა. ბოტანიკურ ბაღში შენარჩუნებულია იშვიათი ჯიშის ეგზოტიკური მცენარეები.

ბაღს ყოველდღიურად, საშუალოდ, 300 ტურისტი სტუმრობს. ეგზოტიკური მცენარეების დასათვალიერებლად მისული ადამიანების ყველაზე დიდი ნაკადი თურქ ტურისტებზე მოდის, თუმცა, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელორუსი, ლატვია, ლიტვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ერაყი, ირანი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდან ჩამოსული ტურისტებიც ბოტანიკურ ბაღს სტუმრობენ.

10 წლამდე ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება უფასოა. 10-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის 1 ლარი ღირს. 17 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის - 3 ლარი, ხოლო უცხოელებისთვის ბილეთის ფასი 6 ლარია.