loader

"აპირებენ მორიგი საქმე შეთითხნონ" - თენგიზ გუნავა პროკურატურას და შსს-ს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აპირებენ მორიგი საქმე შეთითხნონ" - თენგიზ გუნავა პროკურატურას და შსს-ს ასახელებს

სამეგრელოს გუბერნატორის, თენგიზ გუნავას ინფორმაციით, მის წინააღმდეგ პროკურატურასა და შს სამინისტროში ახალი საქმე მზადდება. ამის შესახებ თენგიზ გუნავამ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

"მზად ვარ ყველაფრისთვის, ვიცი რაღაცას ამზადებენ, ხალხი შეწუხებული ჰყავთ. სირცხვილია მათი მხრიდან, იმ ხალხს ნუ აწვალებენ. ეუბნებიან მიეცი ჩვენება გუნავას წინააღმდეგ და გარანტირებული გექნება სამსახური. მე მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ შეთითხნონ მორიგი საქმე. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, მსგავსი რაღაცები იგეგმება პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამნინისტროში", - განაცხადა გუნავამ.