17 წლის მოსკოველი ბიჭი ქალის იმიჯით სამოდელო კარიერას იწყობს
17 წლის მოსკოველი ანდროგენი მოდელი სტას ფედიანინი სამოდელო ბიზნესში წარმატებულ კარიერას იწყობს. მისი ქალური აღნაგობის გარდა, სტასი შესანიშნავად ახერხებს კამერის წინ პოზირებას. "უცხოურ სამოდელო სააგენტოებს ჩემი სახე, პოდიუმზე სიარულის მანერა და ძლიერი ხასიათი მოსწონთ. რუსეთში კი ვეზიზღები ხალხს. მათ არ მოსწონთ ჩემი გარეგნობა, არც ჩემი გრძნობები აღელვებთ", - აცხადებს ფედიანინი.
ბიჭმა სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. როგორც მისი ვებგვერდი იუწყება, მოდელს არასდროს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია და არასდროს დაუცავს დიეტა. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 80 სანმიმეტრია, წონა - 45 კგ. მიუხედავად იმისა, რომ ფედიანინს ფანები რუსეთშიც ჰყავს, ბევრი მას სიცოცხლის ხელყოფითაც ემუქრება. სტასის თქმით, მისთვის სულ უფრო რთული ხდება რუსეთში ცხოვრება ქვეყნის მთვრობის პოლიტიკის გამო ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით (თუმცა სტასი ჰეტეროსექსუალია, მას მეგობარი გოგონაც ჰყავს).
თუმცა საზღვრებსგარეთ სტასს საოცნებო კარიერა ელოდება. ამერიკული, ევროპული და იაპონური სამოდელო სააგენტოები ერთმანეთს ეცილებიან მოდელის ხელში ჩასაგდებად. ახლა ფედიანინი ერთი თვით გერმანიაში მიემგზავრება, სადაც პრესტიჟული გამოცემების ფოტოსესიებში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე იხილეთ:
3 წელიწადში გოგოდ გადაქცეული ბიჭი
ყველაზე ლამაზი ქალი მოდელი - მამაკაცია