loader

ბევრი ცივი ლუდი და ცოცხალი მუსიკა - ლუდის ფესტივალი თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბევრი ცივი ლუდი და ცოცხალი მუსიკა - ლუდის ფესტივალი თბილისში

"ვარდების მოედანზე"თბილისის რიგით მეოთხე ლუდის ფესტივალი მიმდინარეობს. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი და სპონსორი ორი დღის განმავლობაში ტრადიციულად კომპანია "ნატახტარი" იქნება.

ფესტივალზე წარმოდგენილია ცოცხალი მუსიკა, მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე ორი დღის განმავლობაში გაიმართება ცოცხალი კონცერტები ცნობილი ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით. მათ შორის არიან "მელოუ", "სვანსიხი", "ლაუდსფიქერსი", "სალიო", "ზარები", "ზურგი", ელენე კალნადაძე. ფესტივალს ჯგუფი "შინი" დახურავს.

გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასვა სახის შეჯიბრებები ლუდის სმაში.