არადედობრივი ინსტინქტი - დედა გაიწია, შვილებს მანქანამ დაარტყა
რუსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მანქანაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. მძღოლმა ორ მცირეწლოვან ბავშვს დაარტყა. თუ ვიდეოს კარგად დააკვირდებით, უცნაურ ფაქტს შეამჩნევთ - დედა, რომელსაც გზაზე ორი შვილი გადაჰყავს, მანქანის დანახვისას უკან იხევს, თუმცა, როგორც ჩანს, ავიწყდება მის გვერდით მდგომი, ხელჩაკიდებული მცირეწლოვანი შვილები. საბედნიეროდ, შემთხვევას ორივე ბავშვი უვნებლად გადაურჩა.