loader

ID-ბარათის ალტერნატივის მოთხოვნას 50 ათასი ადამიანი აწერს ხელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ID-ბარათის ალტერნატივის მოთხოვნას 50 ათასი ადამიანი აწერს ხელს

სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის სახელზე, ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით, "მართლმადიდებელთა კრებულმა" წერილი შეიტანა. როგორც ჟურნალისტებს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა განუცხადა, წერილს ხელს აწერს 50 ათასზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, კანცელარიაში შევიდა მის მიერ გადაღებული დოკუმენტური მასალა ევროპის ქვეყნებში პირადობის მოწმობების გაცემის არსებულ წესსა და მდგომარეობაზე, თუ რა ვითარებაა ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის სინამდვილეში.
"როგორც გამოირკვა, აღნიშნულ ქვეყნებში კვლავაც ძველი ტიპის არაელექტრონული, უჩიპო პირადობის მოწმობები გაიცემა. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, კვლავაც ხდება სპეკულირება ევროპული კურსის სახელით", - აცხადებს ნანობაშვილი.

რაც შეეხება წერილს, მასში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირები, მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებულის წევრები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ათიათასობით მოქალაქესთან ერთად, კვლავ მიმართავენ ხელისუფლებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით.