ქართველი ქომაგები სომეხ ფანებს დაერივნენ
17 ივნისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და გიუმრის "შირაქის" ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა. თუმცა მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს "ამხანაგურს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თამაშის დასრულების შემდეგ ტრიბუნებზე ჩხუბი ატყდა, რომელიც სომხური სპორტული საიტის, armsport.am-ის ინფორმაციით, ქართველმა ქომაგებმა წამოიწყეს.
სპორტული საიტის ინფორმაციით, "დინამოს" 130-მდე გულშემატკივარმა იერიში მიიტანა "შირაქის" ქომაგებზე. სომხეთის ჩემპიონის ასამდე გულშემატკივარს შორის ბევრი საქართველოში მცხოვრები სომეხი იყო, დანარჩენები კი საყვარელ გუნდს გიუმრიდან ჩამოჰყვნენ. როგორც armsport.am იტყობინება, ქართველმა სამართალდამცველებმა სომეხი ფანები კორიდორით გაიყვანეს სტადიონიდან, რომ დაძაბულობის გაღვივება თავიდან აეცილებინათ.
იხილეთ: დინამო-შირაქი 1:1 - საქართველოს და სომხეთის ჩემპიონების ამხანაგური პაექრობა
იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე