loader

გურამიშვილზე, "პრივატ ბანკს" 20 წლის შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამიშვილზე, "პრივატ ბანკს" 20 წლის შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს

შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე "პრივატ ბანკზე" ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული, 1993 წელს დაბადებული პაატა კ. დააკავეს.

დაკავებული 10 ივნისს, დღის 12:30 საათზე, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე "პრივატ ბანკში" თანამშრომელს იარაღით თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. ბანკის თანამშრომელმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც პაატა კ-მ ბანკიდან ფულის წაღება ვეღარ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ბრალდებული პირი თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.