შესაძლოა, ევოლუცია არა აფრიკაში, არამედ ჩინეთში დაიწყო
დიდი ხნის წინ დამკვიდრებული თეორია, რომ პრიმატების ევოლუცია აფრიკაში დაიწყო, ჩინეთში აღმოჩენილმა პრიმატის უძველესმა ნამარხმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი იუწყება, რომ მოზრდილი თაგვისოდენა პრიმატის სიკვდილიდან 55 მილიონ წელზე მეტია გასული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამარხი ევოლუციის იმ ეტაპს წარმოადგენს, როცა პრიმატები ორ ჯგუფად გაიყვნენ - გრძელტერფასებრებად და ანთროპოიდებად, რომელთა თანამედროვე შთამომავლები არიან ადამიანები და მაიმუნები.