მოუსვენარი ძაღლი ჩამოხრჩობისგან მამაკაცმა იხსნა
სათვალთვალო კამერებმა მოპსის ჯიშის ძაღლის გადარჩენის კადრები დააფიქსირა. შემთხვევა პერმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ქალი ძაღლთან ერთად ლიფტში შევიდა, მაგრამ კარის დაკეტვამდე მოუსვენარი მოპსი მოულოდნელად გარეთ გამოხტა. საბელი კაბინაში დარჩა და ლიფტმა ზევით ასვლა დაიწყო. გარდაუვალი დახრჩობისგან ცხოველი დერეფანში მყოფმა მამაკაცმა იხსნა, რომელმაც საოცარი სისწრაფით დაიჭირა ცხოველი და საბელი მოხსნა.