"ნაციონალების" ყოფილი მინისტრი ქალი, არა ხათუნა კალმახელიძე, პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდა - არმაზ ხარძიანი
"ნაციონალების" წევრი და ყოფილი მინისტრი ქალი, ოღონდ არა ხათუნა კალმახელიძე, პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდა, - განაცხადა გაზეთ "ყველა სიახლის" ყოფილმა ჟურნალისტმა და ყოფილმა პატიმარმა არმაზ ხარძიანმა "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "სოციოგრამაში". ხარძიანმა ამ პიროვნების ვინაობის დასახელებისგან დროებით თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ცდილობს მოიპოვოს ამ ძალადობის ამსახველი კადრები, რის მიხედვითაც მას შეეძლება საკუთარი ნათქვამის დასაბუთება.
არმაზ ხარძიანმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას შეეძლო ნებისმიერ პოროვნებაზე შეეგროვებინა კომპრომატები და პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური დეტალები, თუნდაც, ოჯახური ცხოვრების სცენები და ეს მასალა შემდგომში შანტაჟის მიზნით გამოეყენებინა. ხარძიანის თქმით, მას პირადად აქვს ნანახი ბევრი ამგვარი სცენა, მათ შორის ცნობილი პიროვნებებისა და თანამდებობის პირების პირადი ცხოვრების ამსახველი, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურების კადრები.
"პალიტრა მედიის" გაზეთ "ყველა სიახლის" ყოფილი ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. იგი თავს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევს. ხარძიანი ასევე აცხადებს, რომ ძალოვანების ერთ-ერთი მოთხოვნა "პალიტრა მედიის" დისკრედიტაციაც იყო.