loader

"წიგნი-ზანდუკი" - ხელით მოხატული "ქართული ხალხური ზღაპრები" "პალიტრა L"-ისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წიგნი-ზანდუკი" - ხელით მოხატული "ქართული ხალხური ზღაპრები" "პალიტრა L"-ისგან

"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში მიმდინარე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საკუთარი გამოცემის "ქართული ხალხური ზღაპრების" პრეზენტაცია გამართა. "წიგნი-ზანდუკი", როგორც მას გამომცემლები უწოდებენ მხატვარ ანტონ ბალანჩივაძის ილუსტრაციებით არის გაფორმებული. გამოცემაში 10 რჩეული ქართული ხალხური ზღაპარია შესული. ესენია - "სიზმარა", "იადონი და ბულბული", "სამი რჩევა", "ნატვრისთვალი", "ფასკუნჯი", "ოცი ძმის ზღაპარი", "დედინაცვალი და გერი", "მეჩონგურე", "ნაცარქექია", "გაუცინარი ხელმწიფე".

წიგნში შესული თითოეული ზღაპარი მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ ილუსტრაციებით გააფორმა. ამასთან, ხელით არის დახატული წიგნის ყდა, ასევე სათავო ასოები და სათაურები, ყველა გვერდი გაფორმებულია ორნამენტებით.

"ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის ფესტივალი 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდება.

ფესტივალში მონაწილეობს 66 გამომცემლობა, წიგნის გამავრცელებელი კომპანია, წიგნის მაღაზია და საერთაშორისო ორგანიზაცია.
წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.