ბიძინა ივანიშვილს, მინიმუმ, ორი ძეგლი უნდა დავუდგათ - ლევან ვასაძე
ბიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დაუდგან. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია და ერთ ძეგლს სწორედ ამისთვის იმსახურებს: "მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. ორი უდიდესი მადლობა გვაქვს მისთვის სათქმელი", - განაცხადა ლევან ვასაძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას.
აღნიშნულის პარალელურად, მან ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები გააკრიტიკა და ისინი "ტროას ცხენის ჯაშუშებს" შეადარა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდში არიან ისეთები, რომლებიც ერთი კაცის რეიტინგით შევიდნენ პოლიტიკაში, საკუთარი ნულოვანი რეიტინგით. თუმცა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.
ასევე იხილეთ:
ქვეყანა, რომელშიც მამაკაცები ერთმანეთს აღოღდებიან, "ცხოველების ფერმაა" - ლევან ვასაძე